GEOTGIA ENGLISH
ქართული English
ქართ/ინგ

 
თქვენ ხართ ვიზიტორი

 
 

2012 წლის 4-8 ივნისს, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ სამმართველოში ტარდება ტრენინგი სპეციალური აპარატურულ-პროგრამულ კომპლექსთან დაკავშირებით

თბილისი, 7 ივნისი 2012 წელი

2012 წლის 4-8 ივნისს, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ სამმართველოში ტარდება ტრენინგი სპეციალური აპარატურულ-პროგრამულ კომპლექსთან დაკავშირებით.

კომპანია „SPEECH TECHNOLOGY CENTER“-ის მიერ წარმოებულ აპარატურულ-პროგრამული კომპლექსის მეთოდების და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით, ბიუროს ექსპერტები კვალიფიკაციას  იმაღლებენ მოწვეულ სპეციალისტ ანდრეი ტეპლიაკოვთან.

ფონოსკოპიური ექსპერტიზა კომპლექსურ კვლევას მოითხოვს და სხვადასხვა მეცნიერულ დარგებს მოიცავს. ეს მიდგომა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს შეადგინონ კატეგორიული დასკვნები.

2009 წელს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეძენილ იქნა მეტყველებათა ფონოგრამების კრიმინალისტიკური კვლევების აპარატურულ-პროგრამული კომპლექსის IKAR – Lab SIS II+  და სიხშირეთა ხმოვან დიაპაზონში ელექტრონული სიგნალების ფორმირებისა და მათი მახასიათებლების გამზომი მოწყობილობა KAMERTON.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებისთვის ტრენინგის ფარგლებში მიმოხილვითი თეორიული კურსის გარდა პრაქტიკული საჩვენებელი ცდებიც ტარდება.

ტრენინგის შემდეგ ქართველ ექსპერტებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ ხმის ავტომატურ რეჟიმში იდენტიფიკაცია. აუდიოჩანაწერების რეალურ დროში გასუფთავება და მაიდენტიფიცირებელ ნიშანთვისებათა კომპლექსის გამოვლენა.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობის პრინციპი საერთაშორისო სტანდარტზეა დამყარებული.

 

Training Course in Forensic Criminalistics Department

Training Course in Forensic Criminalistics Department

7 June 2012

 

On 4-8 June, 2012 special hardware-software training course will take place in Video, Audio and Photo examination unit of Forensic Criminalistics Department.

The Experts of Bureau will increase their qualification skills in theory and application of SPEECH TECHNOLOGY CENTER’s hardware-software complex methodology from the invited specialist Andrey Tepliakov.

Audio Examination requires complex research and applies to different scientific fields. This approach gives opportunity to National Forensics Bureau’s experts to generate valid results.

In 2009 National Forensics Bureau has purchased Forensic Audio Workstation hardware-software IKAR – Lab SIS II+ and frequency range of digital signals formation and their characteristics measuring device KAMERTON.

For Experts of National Forensics Bureau’s Criminalistics Department besides theoretical course will also be demonstrated practical exercises.

After the training course Georgian Experts will have opportunity to identify voice automatically, as well as speech record enhancement in real time and authentication in complex.

After successful completion of the training course relevant certificates will be issued.

The working principles at National Forensics Bureau are based on International Standards.

ივნისი
2012
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ჩვენი პარტნიორები

USA

ENFSI

gl

NBE Banner