სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს მზარეულის პოზიციაზე დეპარტამენტი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი;
პოზიცია _ მზარეული.
სამუშაო განაკვეთი – სრული.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2012 წლის 12 ივნისის ჩათვლით cv@forensics.ge -ზე უნდა გამოაგზავნონ: ა)აპლიკაცია; ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერა
1 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღისთვის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის ორი სხვადასხვა სახლიდან, მოზარდები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ და იქ დაცული საგანძურის ისტორიას გაეცნენ.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის, გიორგი ხიზანიშვილის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ და შეეფასებინათ ჩვენი წელთაღრიცხვით დათარიღებული უნიკალური ნივთები, ეროვნული საგანძური.
არქეოლოგიურ საგანძურში დაცულია საქართველოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები. ოქროსა და ვერცხლის უძველესი ნივთები. კოლხური სამკაულები,რომლებიც მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის, კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი სხვადასხვა სამარხებში. ქართლის სამეფოს იბერიის სიძლიერის გამომხატველი განძი და ა.შ.
20-ზე მეტი მზრუნველობამოკლებული მოზარდმა ეროვნულ საგანძური პირველად დაათვალიერა. მათი ასაკი 9-დან 16 წლამდე იყო. ბავშვები ისტორიულ ფაქტებს სპეციალურად ეროვნული მუზეუმის მიერ გამოყოფილი გიდის საშუალებით ეცნობოდნენ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მსგავსი ტიპის აქციებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.
ბიუროს საჩუქარი თანამშრომლების შვილებს
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თანამშრომლების შვილებს „ბასტი-ბუბუს“ საიუბილეო კონცერტზე ეპატიჟება.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბასტი ბუბუს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო გალა კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ბასტი ბუბუს სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლებიც მიიღებენ. დღევანდელ საღამოზე ის სიმღერები შესრულდება რომელიც ბასტი ბუბუს დაარსებიდან დღემდე დაწერილა.
ბასტი და ბუბუ 1992 წელს დაიბადნენ და ისინი ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები არიან.
On June 1, 2012, Head of LEPL - Levan Samkharauli National Forensics Bureau Giorgi Khizanishvili invited employees with their children to ,,Basti-Bubu"'s anniversary concert devoted to the International Children's Day.
,,Basti-Bubu"'s 20th anniversary concert will be held In Tbilisi Concert Hall. Together with the ,,Basti-Bubu" students famous Georgian singers will participate. All the songs will be sang that have been wrote from the day of ,,Basti-Bubu's" establishment.
,,Basti-Bubu" was established in 1992 and they are considered as the most favorite characters for all children.
Head of National Forensics Bureau Giorgi Khizanishvili together with the homeless children visited Georgian National Museum and saw preserved Archeological Treasure
On 1st of June, LEPL - Levan Samkharauli National Forensics Bureau celebrates International Children's Day. Especially for this day homeless children from two different orphanage visited Georgian National Museum and acquainted preserved archeological treasure.
With the initiative of Head of LEPL - Levan Samkharauli National Forensics Bureau Giorgi Khizanishvili and with the support of Georgian National Museum on the International Children's Day kids had an opportunity to see and evaluate unique national treasure that is dated in B.C.
In archeological treasure is preserved gold-smith items that were discovered during archeological excavations. Old gold and silver unique items and Kholkhi jewelry that were discovered in mythological Golden Fleece, Kolkheti Kingdom territory in different burial grounds. The treasure that used to express power of Iberia.
More than 20 homeless kid sad see National Treasure for the first time. That age range was between 9-16 years. The historical facts was introduced to children by special guide.
LEPL - Levan Samkharauli National Forensics Bureau will continue to organize charity events in future.