GEOTGIA ENGLISH
ქართული English
ქართ/ინგ

 
თქვენ ხართ ვიზიტორი

 
 

2012 წლის მაისის თვეში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ რეგიონის მასშტაბით 2 უნიკალური ხელსაწყო შეიძინა

2012 წლის მაისის თვეში სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ამერიკული წარმოების "AGILENT TECHNOLOGIES" ფირმის ბოლო თაობის 7700 X სერიის ICP-MS (ინდუქტიურ პლაზმაზთან შეუღლებული მასსპექტრომეტრი) შეიძინა. ახალი ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი ელემენტური ანალიზის ყველაზე მგრძნობიარე და სწრაფ მეთოდზეა დაფუძვნებული.

ახალი ხელსაწყო საშუალებას იძლევა ნებისმიერ ობიექტში ერთდროულად განისაზღვროს მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტის (ლითიუმიდან-ურანამდე) იზოტოპური შემცველობა და დადგინდეს გამოსაკვლევი ნიმუშების კონკრეტული სახეობა და წარმომავლობა.

მეთოდის ძირითადი პრიორიტეტი მდომარეობს შემდეგში:

1. გააჩნია სხვა მეთოდებთან შედარებით ელემენტების აღმოჩენის ყველაზე დაბალი ზღვარი;

2. ანალიზის მაღალი სისწრაფე: მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტის (ლითიუმიდან-ურანამდე) ერთ ნიმუშში ერთდროულად აღმოჩენის დრო 2-3 წუთი;

3. საანალიზო ხსნარის მცირე რაოდენობა: 3-5 მლ.

ხელსაწყო ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებში ისეთი ფალისიფიკაციის გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომელიც დაკავშირებულია სასმელების წარმომავლობის დადგენასთან.

ღვინოების ელემენტური იზოტოპური ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს ყურძნის სახეობა და მისი მოყვანის არეალი.

კვების პროდუქტებში შესაძლებელია ბუნებაში გავრცელებული ყველა შესაძლო ტოქსიური ელემენტის შემცველობის განსაზღვრა, რის შედეგადაც ხდება საკითხის დადგენა საშიშია თუ არა აღნიშნული პროდუქტი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ინტოქსიკაციის შემთხვევაში მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არსებული უნიკალური აპარატის მეშვეობით არის შესაძლებელი ბიომასალაში კონკრეტული მომწამვლელი ნივთიერების მინიმალური კონცენტრაციების აღმოჩენა. ეს ყველაფერი შესაძლებელს გახდის ექიმის მიერ დაისვას ზუსტი დიაგნოზი და შეირჩეს სწორი მკურნალობა.

ICP-MS ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი სამშენებლო მასალის ხარისხის სერტიფიკატთან შესაბამისობის დადგენა ქიმიური მახასიათებლების მიხედვით.

უნიკალური აპარატი ხელს უწყობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიურ დეპარტამენტში არსებული კვლევების უფრო მეტი სიზუსტით შესრულებას და საერთაშორისოდ აღიარებული ახალი მეთოდების დანერგვას.

16-18 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთათვის ICP-MS ხელსაწყოზე ტრენინგი ჩაატარა სლოვენიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა შტეფან პატრიკმა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ექსპერტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

2012 წლის მაისის თვეში სასამართლო ექსპერტიზის ერონულმა ბიურომ ასევე ამერიკული წარმოების “CETAC TECHNOLOGIES" ფირმის ლაზერული აბლაციის სისტემა LSX-123 შეიძინა.

LSX-123 -ის და ICP-MS-ის ტანდემი საშუალებას იძლევა ნიმუშის დაზიანების გარეშე, ლაზერის სხივის გამოყენებიოთ მაკრო და მიკროობიექტების შემთხვევაში განისაზღვროს ნებისმიერი ნიმუშის სრული ელემენტური თვისობრივ-რაოდენობრუვი შემადგენლობა.

ლაზერული აბლაციის გამოყენებით დანაშაულის ადგილას დატოვებული უმცირესი მიკრონაწილაკების გამოკვლევა და სრულყოფილი არადესტრუქციული ანალიზია შესაძლებელი. რაც ისეთი საქმეების გახსნის შესაძლებლობას იძლევა, რომელთა სრულყოფილად გამოძიება მტკიცებულებათა უკმარისობის გამო დღემდე შეუძლებელი იყო.

ავტოავარიების შემთხვეაში შესაძლებელია დადგინდეს ლაქ-საღებავების მიკრონაწილაკების კონკრეტული ავტომანქანისადმი მიკუთვნების საკითხი.

ასევე მინის მიკრონაწილაკების კონკრეტული შუქგამბნევისადმი მიკუთვნების საკითხი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიუროს მიერ შეძენილი ორივე ხელსაწო ერთადერთი და უნიკალურია მთელი რეგიონის მაშტაბით.

16-18 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთათვის ტრენინგი ჩაატარა ბრიტანეთიდან მოწვეულმა სპეციალისტმა პიტერ მიშიპმა, ტრენინგის დასრულების შემდეგ ექსპერტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოქმედი მუშაობის პრინციპი მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული რაც ბიუროს სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ახალი აპარატურის მეშვეობით თანამედროვე, ხარისხიანი, რაც ყველაზე მთავარია სწრაფად და ეფექტურად მუშაობის საშუალება აქვთ.

მაისი
2013
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჩვენი პარტნიორები

USA

ENFSI

gl

NBE Banner