GEOTGIA ENGLISH
ქართული English
ქართ/ინგ

 
თქვენ ხართ ვიზიტორი

 
 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო 19 მაისს 21:00 საათზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაეთმო.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო 19 მაისს 21:00 საათზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაეთმო.

 

 

ჟურნალისტ ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში „რეპორტაჟი“ სპეციალური სტუმრის სტატუსით ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი იყო მიწვეული.

450-ზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა რომელიც დღესდღეობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტარდება, უახლესი აპარატურა და კვალიფიციური კადრები. ეს იმ მონაცემთა არასრული ჩამონათვალია, რომლის საშუალებითაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობის პრინციპი საერთაშორისო სტანდარტს უტოლდება.

როგორ აყალბებენ ფულს, ხელმოწერებსა და პასპორტებს. ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის ამოცნობა.

რა ღირს, რა პროცედურებია საჭირო და რამდენად ხშირად ითხოვენ სადავო მამობის დადგენას.

უჩვეულო ავტოავარიების დროს სიმართლის დადგენა, ყველა სახის ექსპერტიზა რომელიც საქართველოში ტარდება.

1 საათიან გადაცემაში ჟურნალისტები შეეცადნენ გადმოეცათ თუ როგორ მუშაობენ ქართველი ექსპერტები, როგორ იწერება დასკვნები რომლებზეც ასობით ადამიანის ბედი და მომავალია დამოკიდებული.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დასმულ შეკითხვებს ობიექტურად, გამჭვირვალედ და ამომწურავად გასცა პასუხები.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ევროპის 12 საუკეთესო ლაბორატორიის შორის დასახელდა. 2011 წლიდან ბიურო სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრია.

დიალოგის განმავლობაში გიორგი ხიზანიშვილი ყველა იმ საჭირო საკითხს შეეხო როგორიც საერთაშორისო აკრედიტაცია, საზოგადოების ნდობის გაზრდა და მათი მომართვიანობის მომატებაა.

იყო საუბარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სერვისებზე თუ რამდენად ხელმისაწვდომია ტარიფები უბრალო მოქალაქეებისათვის. ასევე როგორია მედიკამენტების ხარისხი ბაზარზე, რამდენად ხარისხიანია საწვავი იმ ექსპერტიზებზე დაყრდნობით რომელიც ბიუროში ტარდება.

ბიუროს უფროსის მიერ ხაზგასმული იყო ნარკოლოგიური ექსპერტიზის საკითხი რომლის აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზა მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გააჩნია.

იყო საუბარი სამშენებლო მასალების ექსპერტიზაზე, დაახლოებით 1 თვის წინ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი გაიხსნა. სწორედ ამ სამშენებლო ლაბორატორიაში არის შესაძლებელი სამშენებლო მასალის ხარისხის დადგენა რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით უნიკალურია.

ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ უახლოეს მომავალში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ISO17025-ის მფლობელი გახდება.

გადაცემაში მონაწილეობდა ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილიც.

 

მაისი
2013
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჩვენი პარტნიორები

USA

ENFSI

gl

NBE Banner