GEOTGIA ENGLISH
ქართული English
ქართ/ინგ

 
თქვენ ხართ ვიზიტორი

 
 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობას სკოლის მოსწავლეებთან ერთად განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილიც გაეცნო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი განათლების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩახნაშვილს შეხვდა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილისა და განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ერთობლივი ინიციატივით ბიუროში მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდები ჩატარდა.

3 თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით არსებული სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სტუმრობდნენ და ბიუროში არსებულ მუშაობის პრინციპებს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ეცნობოდნენ.

ყოველდღიურად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 40-ზე მეტი ბავშვი მოდიოდა. ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში მოსწავლეები ექსპერტების დახმარებით უშუალო მონაწილეობას იღებდნენ დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ცდების ჩატარებაში. ასევე ვირტუალურად მოგზაურობდნენ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სადაც ლაბორატორიის უცხო დნმ მასალით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით შესვლა აკრძალულია.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ახალი აპარატურის მეშვეობით თანამედროვე, ხარისხიანი, რაც ყველაზე მთავარია სწრაფად და ეფექტურად მუშაობის საშუალება აქვთ. ბიუროში მოქმედი მუშაობის პრინციპი და ტექნიკური აღჭურვილობა საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამი თვის განმავლობაში 2500 მოსწავლე იმყოფებოდა. მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

ივნისი
2013
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჩვენი პარტნიორები

USA

ENFSI

gl

NBE Banner