ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი
მიმდინარე ეტაპზე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ყველზე აქტიურ პარტნიორად შესაძლებელია დასახელდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ბიუროს შენობის რეკონსტრუქციის პროცესში, ლაბორატორიების ტექნიკური აღჭურვაში, ასევე აქტიურად უწევს ბიუროს კონსულტაციას ნივთმტკიცების შეფუთვისა და შენახვის პროცედურების დახვეწასა და ხარისხის მართვის სისტემების (ISO17025) დანერგვის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტთათვის სასამართლოზე ჩვენების მიცემის საკითხებზე ჩატარდა სასემინარო სწავლება. |